logo
ENG



რუსეთმა აღიარა, რომ ხომალდი "მოსკვა" ჩაიძირა

15 აპრ 202200:12
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთმა აღიარა, რომ ხომალდი "მოსკვა" ჩაიძირა

რუსული სახელისუფლებო მედია Ria რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრნობით წერს, რომ ხომალდი "მოსკვა" შტორმის დროს ჩაიძირა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მანამდე, სარაკეტო ხომალდი "მოსკვა" აფეთქების შედეგად დაზიანდა. 

"ხომალდ "მოსკვას" დანიშნულების პორტამდე ბუქსირების დროს, გემმა, რომელმაც ხანძრის დროს დაზიანებები მიიღო, დაკარგა სიმყარე და შტორმის დროს ჩაიძირა", - ნათქვამია სამხედრო დეპარტამენტის განცხადებაში. 

ინფორმაცია, რომ კრეისერი იწვოდა, 13 აპრილს რამდენიმე უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა. 

ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსულ სარაკეტო გემს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები "ნეპტუნი" ესროლეს და ხანძარიც სწორედ ამან გამოიწვია. 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის თქმით კი, "შესაძლოა, მეზღვაურებმა არასწორ ადგილას მოწიეს სიგარეტი, ან დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, ან უბრალოდ არ უმართლებთ, როგორც არ გაუმართლათ ბელგოროდში". 

ხომალდზე ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. ისინი აცხადებდნენ, რომ საბრძოლო მოსკვაზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქებამ გამოიწვია.

ეს ის საბრძოლო გემია, რომელსაც კუნძულ ზმეინიდან უკრაინელმა ჯარისკაცმა მიმართა: "იდი ნა **ი". 

კრეისერი სევასტოპოლის ყურეში იყო გაჩერებული. მასზე ეკიპაჟის 510 წევრი იმყოფებოდა. 

სამხედრო ხომალდი "მოსკვა" 2008 წელს რუსეთმა საქართველოზე თავდასხმაშიც გამოიყენა. 


close დახურვა